სასტუმრო გოლდენ ტულიპი https://maps.app.goo.gl/5FK1zejw3S92QcLD8?g_st=ic
✨რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ნამდვილად გვისმენს? რას ცვლის რამდენიმე წამით გაჩენილი სიჩუმე? და რამდენად თავისუფალია ჩვენი არჩევანი სინამდვილეში?
✨ამ შეხვედრაზე ერთად გამოვიკვლევთ ქოუჩინგის იმ უხილავ სივრცეს, სადაც ცვლილება იწყება. ვისაუბრებთ მოსმენის დონეებზე, პაუზის ძალაზე, ქოუჩინგურ ყოფნაზე და იმაზე, როგორ იბადება თავისუფალი ნება, როგორც გაცნობიერებული ქმედება.
✨შეხვედრა იქნება ცოცხალი, ინტერაქციული და გამოცდილებაზე დაფუძნებული. თქვენ არა მხოლოდ მოისმენთ, არამედ საკუთარ თავზეც გამოცდით, როგორ ცვლის ხარისხიანი მოსმენა და ყურადღება აზროვნებას, ემოციებსა და გადაწყვეტილებებს.
შეხვედრიდან წაიღებთ:
• მოსმენის სრულიად ახალ გამოცდილებას;
• პრაქტიკულ ხედვას, როგორ ქმნის სიჩუმე ცვლილების სივრცეს;
• უკეთეს გააზრებას, რა უშლის ხელს თავისუფალ არჩევანს და როგორ ხდება ის შესაძლებელი;
• ინსტრუმენტებს, რომლებსაც გამოიყენებთ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ყოველდღიურ ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.
თუ გაინტერესებთ ქოუჩინგი, ადამიანის ცნობიერება და ის უხილავი პროცესები, რომლებიც რეალურ ცვლილებას ქმნის, ეს შეხვედრა თქვენთვისაა.
ICF საქართველო პროფესიული დახელოვნების პროგრამის ფარგლებში სუპერვიზიის პროგრამას სთავაზობს წევრებს.
ქოუჩინგის სუპერვიზია რეფლექსიური და კოლაბორაციული პროცესია, რომელიც ეხმარება ქოუჩებს პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF)მიხედვით, სუპერვიზია ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ქოუჩებს შეუძლიათ გაანალიზონ თავიანთი პრაქტიკა, გაიღრმავონ თვითცნობიერების უნარი და დახელოვნდნენ საერთაშორისო პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების დანერგვაში.
სუპერვიზია ქოუჩის პროფესიული გზის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება სამ ძირითად ფუნქციას:
1. განვითარებითი – ქოუჩინგის უნარების, სტრატეგიებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება რეფლექსიური სწავლების გზით.
2. რესურსული – ემოციური და მენტალური მხარდაჭერის გაწევა სირთულეებთან გამკლავებისთვის და ქოუჩის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
3. ნორმატიული – ეთიკური ნორმების დაცვა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა.
პროგრამის დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს ICF განგრძობადი ქოუჩინგური განათლების ერთეულებით (CCE), რომელსაც გამოიყენებენ აკრედიტაციისთვის.
ჩატარდება 3 ჯგუფური სუპერვიზია:
1. 4 აპრილი, 13:00-15:00 სთ.
2. 2 მაისი, 13:00-15:00 სთ.
3. 6 ივნისი, 13:00-15:00 სთ.
ჯგუფში მოხვდება პირველი 7 მონაწილე, რომელიც გაივლის რეგისტრაციას და შეუძლია დაესწროს სამივე სუპერვიზიას
პროგრამას გაუძღვება სერტიფიცირებული სუპერვიზორი
ეკატერინე ბაბუნაშვილი PCC ICF, ქოუჩთა ტრენერი, სუპერვიზორი და მენტორი. ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი; ICF საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
Peer-to-Peer Coaching – Community of Practice
✍️ICF Sakartvelo Chapter - წევრი ქოუჩების პროფესიული განვითარების მიზნით იწყებს Peer-to-Peer Coaching-ის რეგულარულ შეხვედრებს.
✨შეხვედრების მიზანია უსაფრთხო, პროფესიული და მხარდამჭერი სივრცის შექმნა, სადაც ქოუჩებს ექნებათ შესაძლებლობა გააძლიერონ თავიანთი პრაქტიკული უნარები, გაცვალონ გამოცდილება და გააღრმავონ ქოუჩინგის კომპეტენციები რეალური ქოუჩინგის სესიების საშუალებით.
ფორმატი
შეხვედრები ჩატარდება თვეში ერთხელ და გაგრძელდება 1.5 საათი. თითოეული შეხვედრა მოიცავს:
✨ორ 30-წუთიან ქოუჩინგ სესიას, სადაც მონაწილეები იმუშავებენ წყვილებში
მონაწილეები გაცვლიან როლებს: ქოუჩი / კლიენტი
ყოველი სესიის შემდეგ გაიმართება 15-წუთიანი რეფლექსია და შეჯამება
✨შეხვედრას გაუძღვება ფასილიტატორი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის სტრუქტურას, უსაფრთხო გარემოს და დაეხმარება მონაწილეებს რეფლექსიის პროცესში.
✨რატომ უნდა დარეგისტრირდეთ?
ამ სერიაში მონაწილეობით თქვენ შეძლებთ:
გააძლიეროთ თქვენი ქოუჩინგის პრაქტიკული უნარები
✨რეგულარულად ივარჯიშოთ ICF Core Competencies-ის გამოყენებაში
✨მიიღოთ რეფლექსიის და პროფესიული ზრდის სივრცე
განავითაროთ აქტიური მოსმენის, ძლიერი კითხვების და ქოუჩინგის პარტნიორობის უნარები
✨იმუშაოთ რეალურ თემებზე უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში
✨მიიღოთ სხვა ქოუჩების გამოცდილება და პერსპექტივები
✨გააძლიეროთ პროფესიული კავშირები ICF Sakartvelo Community-ში
✨Peer-to-Peer სესიებში მონაწილეობა ასევე დაეხმარება ქოუჩებს ქოუჩინგის პრაქტიკის საათების დაგროვებაში, რაც მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისათვის და მომავალში ICF-ის აკრედიტაციის პროცესში.
✨ეს სერია წარმოადგენს მდგრად პროფესიულ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს ქოუჩების განვითარებას და ICF პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას ჩვენს საზოგადოებაში.
შემოგვიერთდით და განავითარეთ თქვენი ქოუჩინგის პრაქტიკა კოლეგებთან ერთად.
ICF (International Coaching Federation) – ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა 1995 წელს და მისი თავდაპირველი მიზანი იყო, ქოუჩებისთვის მსოფლიო მასშტაბით შეექმნა ერთიანი პროფესიული პლატფორმა.